„ხარება“ MONA.GE-ს განახლებულ სიაში მოხვდა

სულ ნახვები : 376
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დროასა“ და „გირჩი მეტი თავისუფლების“ მიერ გაკეთებულ MONA.GE-ის სია განახლდა.

ამჯერად, სიას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაემატა.

მათ შორის, დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“.

„პირადად ამცირებდა მომიტინგეებს და ძალადობას აორგანიზებდა. მის დაქვემდებარებულებს არ ეკეთათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ზვიად ხარაზიშვილის სახელს უკავშირდება 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევა, ასევე 2023 წლის მარტის აქციების დარბევა. გდდ ზვიად ხარაზიშვილის ხელმძღვანელობით ქცეულია სადამსჯელო რაზმად, რომელიც ემსახურება რუსული რეჟიმის ძალადობრივი მეთოდებით დამყარებას“,  - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა