„ოცნებამ“ტურისტული და ეკონომიკური რელსები სრულად გადააწყო რუსულ ვექტორზე“ - საქართველო ევროპელი ტურისტების გარეშე

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპული ტურისტების გარეშედარჩენილი საქართველო - ტოპ ჩამონათვალში ევროკავშირის ქვეყნების არც ერთი მოქალაქე არ არის წელს ჩამოსული საქართველოში.

მონაცემების მიხედვით, საქართველოს ძირითადად რუსეთის, თურქეთის და სომხეთის მოქალაქეები სტუმრობენ.

ეკონომისტების შეფასებით, „უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ტურისტულ რაციონში ტოპ ათეულში არ შედის არც ერთი ევროპული ქვეყანა.

„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ტურისტულ რაციონში ტოპ ათეულში არ შედის არც ერთი ევროპული ქვეყანა. ეს თავისთავად მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური სრული რესურსი მიმართულია რუსული და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებზე და არა ევროპულ და დასავლურ ქვეყნებზე.

წმინდა ეკონომიკური პარამეტრებით, თავისთავად 10-ჯერ და მეტჯერ უფრო მეტად გადამხდელია ევროპული ტურიზმი, ვიდრე რუსული. მაგრამ, რატომღაც სახელმწიფომ საკუთარი ტურისტული რელსები და, არა მარტო, ზოგადად, ეკონომიკური რელსები სრულად გადააწყო რუსულ ვექტორზე“ ,- აცხდებს ეკონომისტი, ოთო აბსესაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა