ვერ შეედრება იმ აქციას, სადაც გულანთებული ხალხი გამოდის რუსთაველზე - ზურა ჯაფარიძე

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „გირჩი -  მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 29-ში ვიხილავთ საჯარო მოხელეების აქციას, რომლებიც ჩამოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებული აქცია, ვერ შეედრება იმას, რაც ხდება უკვე რამდენიმე კვირაა რუსთაველის გამზირზე.

„არაფერი აქცია არ არის რასაც ისინი აკეთებენ, ეს არის მობილიზება ადმინისტრაციული რესურსის ე.წ. ვნახავთ ძალიან ბევრ თვითმმართველობის და სიპების და აიპების თანამშრომლებს, რომლების მობილიზებასაც მოახდენენ და ჩამოიყვანენ მთელი ქვეყნიდან, რომ დაგვანახონ თითქოს რაღაცას წარმოადგენენ. ცხადია, ეს აქცია ვერ შეედრება იმ აქციას, სადაც გულანთებული ხალხი გამოდის რუსთაველზე უკვე ერთ კვირაზე მეტია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, 29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წინ მასშტაბური აქცია დააანონსა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა