ბორელის განცხადება პირდაპირი მითითებაა, რომ კანონი არის რუსული

სულ ნახვები : 69
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მიუთითებს საქართველოს მთავრობას, რომ ეს კანონი არის რუსული, ანტიქართული და ანტიევროპული, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ჟოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის პარტია ეღობება საქართველოს მოსქალაქეს და მის მისწრაფებას.

„ჟოზეფ ბორელის განცხადება პირდაპირ მითითებაა საქართველოს მთავრობის მისამართით, რომ კანონი არის რუსული, რომელიც არის ამავდროულად ანტიქართული, ანტიეროვნული, ვინაიდან ხელს უშლის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ცხადია, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, ევროკავშირი და ამას წინა ვერავინ ვერ აღუდგება. ერთადერთი ბარიერი, რომელიც ეღობება საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს, არის ივანიშვილის პარტია, რომელიც აუცილებლად დამარცხდება,“-განაცხადა ფარულავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა