კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დამთავრებულია - ნადირაძე

სულ ნახვები : 72
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება დამთავრებულია, - ამის შესახებ ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა.

მისი შეფასებით,  მოქალაქეების სამართლიან პროტესტს, ძალით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს უპირისპირებენ.

 „ეს კონტრაქცია არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქართული ოცნება უბრალოდ დამთავრებულია. როდესაც ახალგაზრდებისა და ჩვენი მოქალაქეების გულწრფელ, სამართლიან პროტესტს უპირისპირებ ანაზღაურებადი, ძალით მოყვანილი საჯარო მოხელეების აქციას, ეს არის არა ძალის, არამედ უდიდესი სისუსტის გამოვლინება.

ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რამდენი საჯარო მოხელეც არ უნდა გამოიყვანონ ძალით, რამდენი ტაშიც არ უნდა აკვრევინონ, ქართველი ხალხი ყოველთვის იტყვის - კი ევროპას და არა რუსეთს!

ამიტომ, ეს კანონი არ იქნება მიღებული, არ უნდა იყოს მიღებული და 26 ოქტომბერს, არჩევნებზე, რუსულ კანონთან ერთად ასევე უნდა დამთავრდეს რუსული ხელისუფლება.“ – განაცხადა  ნადირაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა