მგონია, რომ 29 აპრილს კონტრაქცია არ უნდა დაიგეგმოს - ბორის ჩელე ყურუა

სულ ნახვები : 108
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ოცნებასაც“ ეგ უნდა, აჩვენოს, თითქოს აქ საზოგადოების ორი ჯგუფია, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება, - განუცხადა CNews-ს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ 29 აპრილს „ოცნების“ მიერ  ე.წ. რუსული კანონის მხარდასაჭერად პარლამენტთან დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას.   

მისი თქმით, ევროკავშირის საპირწონედ „რუსულ კანონს“  არავინ ირჩევს, აქციაზე ხალხი რეგიონებიდან იძულებით ჩამოჰყავთ.

„მე მგონია, რომ 29 აპრილს კონტრაქცია არ უნდა დაიგეგმოს, რადგან „ქართულ ოცნებასაც“ ეგ უნდა, აჩვენოს, რომ თითქოს აქ საზოგადოების ორი ჯგუფია, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება, რაც სინამდვილეში ტყუილია.  ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. როცა საკითხს გვისვამენ,  ევროკავშირი ან ეს კანონი, რა თქმა უნდა, ყველა ირჩევს ევროკავშირის.  ეს ადამიანები, ვინც პარლამენტის წინ 29 აპრილს მოვლენ, არიან ჩინოვნიკები და ბიუჯეტზე დამოკიდებული ხალხი, რომლებიც იძულებით ჩამოჰყავთ სინამდვილეში, მუქარით ან რაღაც ბენეფიტების სანაცვლოდ. „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციაზე მყოფი ერთი გულწრფელი აქტივისტი მირჩევნია, რეგიონიდან ძალით ჩამოყვანილი ადამიანების დიდ რაოდენობას“, - განუცხადა CNews-ს ყურუამ.

ირინა მაკარიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა