„რუსები ხარკოვზე შეტევისთვის ემზადებიან“ - მაქსიმ ჟორინი

სულ ნახვები : 28
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

22 აპრილს რუსებმა ხარკოვის ტელეანძას დაარტყეს. უკრაინელები ფიქრობენ, რომ ეს დარტყმა არის  ქალაქზე იერიშის დაწყების სიგნალი.  ამ მოსაზრებას არ ეთანხმება მესამე მოიერიშე ბრიგადის მეთაურის მოადგილე მაქსიმ ჟორინი. რომელიც იმავდროულად ამბობს, რომ ხარკოვის მიმართულებაზე საქმე რთულადაა.

,,ჩემი აზრით, ხარკოვის სატელევიზიო ანძა არის მტრის დაგეგმილი სამიზნე და არა სიგნალი იმისა, რომ ქალაქზე თავდასხმა დაიწყება.

მაგრამ მნიშვნელოვანია რეალური სიტუაციის შეფასება: ხარკოვისა და რეგიონის ზოგადი ვითარება საუბრობს ხარკოვის მიმართულებით წინსვლის მცდელობის სისტემატურ მომზადებაზე.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე ეს მიმართულება მტერმა ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნია. ახლა ჩვენ ვხედავთ ამ მიმართულებაზე  ძალების დაგროვებას,  ლოჯისტიკური  სადგურების და სამედიცინო ცენტრების განლაგებას", _ აღნიშნავს ჟორინი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა