რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! - გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,29 აპრილს ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, - ამის შესახებ დღეს, 23 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ეს არის პირდაპირი წასვლა პროვოკაციაზე მაშინ, როდესაც სავარაუდოდ 29 აპრილს გაიმართება პარლამენტში.

„რას აპროტესტებთ?! რისთვის კრებთ, იძულებით, რომ ჩამოგყავთ ეს ადამიანები?! პირდაპირ ვამბობ, ეს ხომ თქვენი სისუსტის მაჩვენებელია. რას ითხოვთ ევროკავშირში არ შევიდეთ?! თუ აპროტესტებთ და კონტრაქციას უწყობთ იმ გულწრფელ ახალგაზრდებს რომლებსაც უნდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება?! ან თუ გგონიათ რომ ახლა ვინმე დაიჯერებს იმას, რომ ეს ადამიანები თვითდინებით მოდიან. ყველამ კარგად იცის, რომ იძულებით გინდათ საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოთ. ეს არის თქვენი სისუსტის მაჩვენებელი და მეტი არაფერი. უფრო მეტიც, როდესაც ამას აკეთებ საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს იქნება 29-ში ეს ნიშნავს, რომ პირდაპირ პროვოკაციაზე მიდიხართ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ თქვენი აღარავის აღარ ეშინია დამთავრებულები ხართ, თქვენ ხართ საერთოდ რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, რომლებიც ფიქრობთ მხოლოდ თქვენს თავზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე მიმართა საჯარო მოხელეებს და სთხოვა იმ შემთხვევაში თუ მათ ვინმე დაემუქრებათ, სამსახურიდან გათავისუფლებით, მიმართონ მას და აუცილებლად აღმოუჩენენ დახმარებას.

ახლა მინდა საჯარო მოხელეებს მივმართო - მაგრად იყავით ჩემო კარგებო, ძალიან ცოტა დარჩა ივანიშვილის პარტიას. თუ ვინმე გაშინებთ, თუ ვინმე გაშანტაჟებთ დაგვიკავშირდით, ჩვენ დავდგებით თქვენს გვერდით. თუ ვინმე მოგთხოვთ განცხადების დაწერას, სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით არცერთ შემთხვევაში არ მოაწეროთ ამ განცხადებას ხელი და ჩვენ თქვენს უფლებებს დავიცავთ. ვინც საჯაროდ გამოხვალთ და ღიად იტყვით როგორ გაშანტაჟებენ, მერწმუნეთ ქვეყანა, ერი, ქართველი ხალხი სულ ყველა, თქვენ დაგიფასებთ ამ გმირულ ქმედებას.

მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მძიმეა თქვენი დღევანდელი მდგომარეობა, იმიტომ, რომ ბევრი ინფორმაცია მოგვდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ევროკავშირი იმიტომ გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ევროკავშირის წევრ საქართველოში, ეს იძულებები და უბედურებები, რაც დღეს ხდება დასრულდეს და დამთავრდეს.

კიდევ ერთხელ ვეუბნები კობახიძეს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, მდინარაძეს -  რისი გეშინიათ?! რატომ ჩამოგყავთ ეს ხალხი ძალით?! დამთავრებულია თქვენი საქმე! საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს ევროკავშირის წევრობას არ შეაქცევს ზურგს და რისთვის ხართ თქვენ მოწადინებული ძალიან კარგად არის ნათელი!“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, 29 აპრილს პარლამენტი წინ, „ქართულმა ოცნებამ“ მასშტაბური აქცია დააანონსა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა