ეს რუსული კანონი არის ფუნდამენტი, რომელზეც უნდათ, ავტორიტარული რეჟიმი ააშენონ - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს რუსული კანონი არის ფუნდამენტი, რომელზეც უნდათ, ავტორიტარული რეჟიმი ააშენონ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ეს მცდელობა არ გავა.

„ეს რუსული კანონი არის ფაქტობრივად პირველი ფუნდამენტი, რომელზეც უნდათ, რომ ავტორიტარული რეჟიმი ააშენონ. უბრალოდ, ეს საქართველოში არ გამოუვათ, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა ევროკავშირის წევრობა, ძლიერი, ერთიანი საქართველო, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი დემოკრატიითა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა