„ქართული ოცნება“ არის თაღლითი და გადამგდები - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 120
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაც შეეხება ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც არის რუსული კანონი, ახალი პუნქტი არის ბორელის განცხადება, რომელმა პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ ამ კანონის განხილვას არასდროს არ დაუბრუნდებოდაო და როგორც აღმოჩნდა, (ბორელი ამ სიტყვებს არ იტყოდა, მაღალი დონის დიპლომატია) „ქართული ოცნება“ არის თაღლითი და გადამგდები’, - ამის შესახებ დღეს, 23 აპრილს გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას სურს დაანახოს საზოგადოებს, რომ თითქოსდა ადამიანებს სურთ რუსული კანონის მიღება და ამისთვის ჩამოდიან თბილისში, 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებაზე.

„კანონი, რომელიც არცერთ გამოკითხვაში ტოპ 20 პრობლემაში არ ამოსულა, უმართავენ აქციას. თურმე რუსული კანონის მისაღებად რეგიონებიდან დაიძვრება ხალხი, ეს კანონი თუ არ მივიღეთ, სახლში ცოცხლები არ მივალთო. ასეთ სისულელეს ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, ნაცვლად იმისაა, რომ მოაგვაროს ფასების და უმუშევრობასთან დაკავშირებული პრობლემები“ , - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა