ნანა ტოხვაძე - მასწავლებლებო არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხშირად მოისმენთ - სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვანარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი - აქ არიან, რუსთაველზე!“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძემ დღეს, 29 აპრილს განაცხადა.

ტოხვაძის ისეთი თაობა, რომელიც ახლა რუსთაველზე დგას და რუსულ კანონს აპროტესტებს, შეუძლებელია მასწავლებლების აღზრდის გარეშე ჩამოყალიბებულიყო.

„ხშირად მოისმენთ - სად არიან მასწავლებლები?! ასეთ დროს, სად არიან?! რისხვანარევი ხმით კითხულობენ ხოლმე, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდების საპროტესტო ტალღის მეთვალყურენი - აქ არიან, რუსთაველზე! თავისთავად არაფერი ხდება! ახალგაზრდების მოქმედებაში იკითხება შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა, გალაკტიონი, დიდგორი, შამქორიცა და ხრესილიც! სამოქალაქო განათლების კვალიც და პატრიოტიზმიც. ასეთი თაობის აღზრდას მასწავლებელთა გარეშე ვერ შევძლებდით! საქართველო გაიმარჯვებს! არა რუსულ კანონს!

ასეა,მასწავლებლებო! თქვენზე დგას ქვეყანა და არავის, არავის მისცეთ უფლება უღირსად მოგექცნენ“ - განაცხადა ტოხვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა