ძლიერი პედაგოგი ნიშნავს ძლიერ და წარმატებულ მომავალს - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 137
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

70 000-მდე პედაგოგია საქართველოში და ჩვენ გვაქვს გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა იყვნენ პედაგოგები კარგ მდგომარეობაში საქართველოში, - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პედაგოგი უნდა იყოს დაფასებული, რადგანაც მომავალი თაობის ჩამოყალიბება, სწორედ მათზეა დამოკიდებული.

„გვაქვს ისეთი შეთავაზება, რომელიც არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია პედაგოგებისთვის. როდესაც ვლაპარაკობთ მომავალზე, ჩვენი მომავალი თაობების აღზრდა დამოკიდებულია პედაგოგებზე ამიტომ, ძლიერი პედაგოგი ნიშნავს ძლიერ და წარმატებულ მომავალს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა