მოდიან იმიტომ, რომ „ოცნება“ დაემუქრა სამსახურის დაკარგვით - ხვიჩია 29 აპრილის აქციაზე

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ზეწოლას“ ,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქარტული ოცნების“ მიერ დაგეგმილ კონტრ-აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისინი მოდიან, იმიტომ რომ,  მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ.

„არცერთი ადამიანი, რომელიც ჩამოყვანილია რეგიონიდან, არ არის იმ მოტივაციით, რა მოტივაციითაც ადამიანები „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საქართველოს მოსახლეობას ხელი არ შეუშალონ 29 აპრილის, „ქოცური“ აქციის რეფორმირებისთვის, რადგან ძალიან დიდი შანსია, ეს ადამიანები, რომლებსაც აქ „ქოცები“ შეკრებენ, გამოვიდნენ და „არა რუსულ კანონსო“ მოითხოვონ. ამის იმედი მაქვს. ხალხი, რომელიც აქციაზე მოდის, არ მოდის იმისთვის, რომ თქვას „კი, რუსულ კანონს“. ისინი მოდიან, იმიტომ რომ, მთავრობამ დაავალა და დაემუქრა, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავენ. საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ“, - თქვა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს ადმინისტრაციული რესურსით სახალხო შეკრებას  გეგმავს, სადაც ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა