საქართველოს მთავრობის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ მომავალს, არამედ თვით საქართველოს - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 85
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მთავრობის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ მომავალს, არამედ თვით საქართველოს - განაცხადა პარტია "ახალის" თანადამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სტრასბურგში, სადაც ევროპარლამენტარებთან ერთად „რუსული კანონთან დაკავშირებით ბრიფინგს მართავს. 

ნიკა გვარამიას თქმით, ოცნებამ მიიღო ასევე „რუსული კანონი 2“ რუსული კაპიტალის საქართველოში შემოტანის მიზნით.

"ჩვენ შემოგვთავაზეს საკანონმდებლო ცვლილებები და სამწუხაროდ ეს ცვლილებები ასახავს ან იმეორებს რუსული კანონმდებლობის მიმართულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ახლა შემოიტანეს ახალი კანონი, რომელსაც მე ვუწოდებ „რუსული კანონი 2“-ს და ეს არის მცდელობა შემოიტანონ რუსული კაპიტალი საქართველოში, რომელიც ასევე უქმნის საქართველოს საშიშროებას. ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, და ასეთი ანტიდემოკრატიული ზომების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაიკავონ მტკიცე პოზიცია. ჩვენ მივმართავთ ევროპარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ ამ კანონების მიმართ, რომლებიც აკნინებენ საქართველოს ევროინტეგრაციის საშუალებას“, - განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, მნიშვნეკლოვანია რომ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, თუმცა რუსული კანონის მიღებით განეიტრალდებიან საერთაშორისო დამკვიკრვებლები, რაც არჩევნების შედეგებზე ცუდად აისახება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პროცესი იყოს გამართული, უნდა ხაზი გავუსვათ, რომ ამ კანონის მიღებით განეიტრალდებიან დამკვირვებლები ამ პროცესზე და რასაკვირველია არჩევნების შედეგები დაკარგავს ლეგიტიმურობას.

საქართველოს მთავრობის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენ ევროპულ მომავალს, არამედ თვით საქართველოს და მის საზოგადოებას, ჩვენ მივმართავთ ჩვენ ყველა პარტნიორს ევროკავშირში და ამერიკაში, რათა ჩვენ გვერდით დადგნენ ევროპული ფასეულობების დასაცავად. ახლა როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ქართველები, ყველა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები გამოვიდნენ ქუჩაში, რათა დაიცვან ჩვენი ფასეულობები, ესენი არიან მამაცი ახალგაზრდა ლიდერები. საქართველოს პროდასავლური პარტიები გაერთიანდა, საქართველოს საზოგადოება გაერთიანდა, მედია გაერთიანდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო. [...] რაც დღეს ხდება საქართველოში არის ის, რომ ახალი თაობა ჩვენ გვერდით არის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ ახალგაზრდა თაობის გვერდით, ისინი წაიყვანენ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენ ქვეყანას წინ და მათ სჭირდებათ ევროპა, მათ სჭირდება დემოკრატია და ჩვენ ქართველები, არც თუ ისე ახალგაზრდები, ვართ გაერთიანებული ამ მიზნის გარშემო და ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ საქართველოს ჰქონდეს უკეთესი მომავალი, ჩვენ არ გვჭირდება რუსეთი, ეს არ არის ჩვენი მომავალი, ახალგაზრდები არიან ძალიან დასავლურად განწყობილები... ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ჩვენ მე ვგულისხმობ პროდასავლურ პარტიებს, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ევროკავშირის წევრობას, ჩვენი ახალგაზრდობა ამას მოითხოვს, ჩვენ არ გვაქვს უფლება გავუცრუოთ მათ იმედი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. [„მთავარის“ სინქრონული თარგმანი]

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა