ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი - რასა იუკნევიჩიენე

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად - განაცხადა  ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, მან შოკისმომგვრელი  უწოდა „ოცნების“ თავმჯდომარის, ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არის.

"ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური, მაგრამ კრემლი ფიქრობს, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არამხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილისგან, ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან რომელმაც ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად გახდეს ევროკავშირის წევრი, ესაა შოკისმომგვრელი ამბავი და ღია გზავნილია საქართველოს მთავრობისგან და ზუსტად ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე პოლიტიკას ატარებს კრემლი ყირგიზეთში, უნდათ მსგავსი კანონს დანერგვა. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ხდება კრემლის მარიონეტი და ამას უკვე გამოხატავენ ღიად. ჩვენ ასევე ვხედავთ, კრემლი როგორ იქცევა ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის", -  განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა