ომსკში, სტეპან ბანდერას ხატის დაკიდებისთვის მღვდელი დააკავეს

სულ ნახვები : 151
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში, ომსკში უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მღვდელი იგორ მაქსიმოვი დააკავეს სტეპან ბანდერასა და სხვა ნაციონალისტების გამოსახულებიანი ხატის სატრაპეზოში დაკიდების გამო.

უშიშროების ყურადღების ცენტრში ის ერთი წლის წინ მოექცა, როდესაც მან ეკლესიაში სტეპან ბანდერას, ბოჰდან შუხევიჩისა და სხვა უკრაინელი ნაციონალისტების გამოსახულებები ჩამოკიდა. სტუმრებმა პოლიციას მიმართეს. მაქსიმოვმა განაცხადა, რომ მან ეს გააკეთა უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, სვიატოსლავ შევჩუკის ბრძანებით.

როგორც შევიტყვეთ, ცოტა ხნის წინ მის წინააღმდეგ ნაციზმის რეაბილიტაციისთვის სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულ მაქსიმოვს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა