საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონს - ანა ფოტიგა

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში ევროპარლამენტარებისა და ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება ეწინააღმდეგება რუსულ კანონს, რაშიც მხარს ევროპარლამენტარებიც უჭერენ.

„ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ დასავლურ სტრუქტურებს. შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასშტაბური გამოსვლები, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ე.წ. რუსულ კანონს უწოდებენ იმიტომ, რომ ის იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე. ისინი საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონს. ეს არის, ზოგადად ტენდენცია. ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - განაცხადა ანა ფოტიგამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა