ხალხი არ არის საჯარო მოხელეები? - მამუკა მდინარაძე

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილის აქციაზე იდგებიან საჯარო მოხელეები, რადგანაც ისინი მხარს უჭერენ რუსულ კანონს და ნარატივი, იმის შესახებ რომ ადამიანებს არ სურთ რუსული კანონი არის მცდარი.

ამის შესახებ მდინარაძემ დღეს, 23 აპრილს მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„29 აპრილის შეკრებამ სრული ისტერია გამოიწვია ფსევდო ლიბერალებშიც, ნაცმოძრაობაში, რადიკალურ ოპოზიციაში და ხდება მათი პირდაპირი შეურაცხყოფა და გაშავება.

მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ საჯარო მოხელეს შეუძლია პროტესტით განუცხადოს და აქციაზეც გამოვიდეს, ისინი ადამიანები არ არიან?

მე გარანტიას ვაძლევ ამ ისტერიის ავტორებს, რომ საჯარო მოხელეებიც იქნებიან ის და იქნებიან სხვა მოქალაქეებიც ორჯერ და სამჯერ მეტი. პირადად ჩემი დავალებაა პარტიული, პარტიული დანაყოფების მიმართ, რომ თუ კი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ მათი წამოსვლა აქციაზე.

ყველა კატეგორიის ადამიანი იქნება იქ და ეს იქნება სრული ფიასკო იმ ნარატივის, რომ ხალხს რაღაც უნდა და ხალხი არ არიან საჯარო მოხელეები?“, - განახადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა