თუ ვინმეს უნდა, ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე, ეს არავის გამოუვა - მამუკა მდინარაძე

სულ ნახვები : 122
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ ვინმეს უნდა, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე გვევაჭროს ევროპის გზაზე რაღაც ინსტრუმენტებით, ეს არავის გამოუვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამის გამო შესაძლოა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება დაგვიანდეს, თუმცა ღირსებას შევინარჩუნებთ.

"მათ შორის, ეს ევროპის რეალური ინტერესი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში ხომ დაგვიჯერა შარშან ხალხმა, ხომ წამოგვყვა, ხომ არ გამოვიდნენ, ხომ არ აჰყვნენ ცრუ „ენჯეოების“ და ცრუ პარტიების ნარატივს და ხომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, აი ასე გავაგრძელებთ სვლას. ერთი წლით შეიძლება დაგვიგვიანდეს რაღაცები დავუშვათ, მაგრამ რომელი გერჩივნათ თქვენ, კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიგვეღო და ცალ ფეხზე დავმდგარიყავით და ხელი რომ ეკრა ვიღაცას გადავბრუნებულიყავით და გადავჩეხილიყავით სადმე,  თუ ახლა ის გირჩევნიათ, რომ ერთი წლის დაგვიანებით მივიღეთ და ამაყად და მყარად ვდგავართ?,“- განაცხადა მდინარაძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა