უნდა დავაწესოთ სანქციები მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნა სურს - ვიოლა ფონ კრამონი

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.“ , - ამის შესახებ ევროპარლმენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები უნდა დაწესდეს მათ მიმართ, ვისაც სურს საქართველო სხვაგვარად გარდაქმნან და რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნან და ააშენონ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ. მეორე, თუკი ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებებს სანქციები მოჰყვება, ივანიშვილს უნდა ჰქონდეს ოფშორებიდან საკუთარი აქტივებისა და ფულის დაბრუნების ინსტრუმენტი - ამას ითვალისწინებს კიდევ ერთი კანონი, რომელსაც კენჭი გასულ კვირას უყარეს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოთ, რომ ეს სანქციები მიმართული იყოს მათ წინააღმდეგ, ვისაც სურთ, საქართველო სხვაგვარად გარდაქმნან და რუსული მოდელის მიხედვით გარდაქმნან და ააშენონ - ეს მიუღებელია. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გაგვასულელოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბერლინში მისი ვიზიტის დროს ვერ აიტანა კრიტიკა კანცლერისგან და თარჯიმანი ტექსტის არასწორად თარგმნაში დაადანაშაულა. მინდა ვთქვა, ჩვენ ვართ პროფესიონალები, ვიცით რა ხდება, ვაკვირდებით ძალიან, ძალიან ყურადღებით, რა ხდება საქართველოში და „ქართული ოცნება“ ვერ გაგვასულელებს, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხისტად შეეცდებიან ამას. ჩვენ ვართ ერთიანი და მხარს დავუჭერთ საქართველოს, განაგრძოს გზა ევროპულ გზაზე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა