„ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ტყუილების თქმას ყველამ თავი უნდა დაანებოს“ - მაჭარაშვილი

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ტყუილების თქმას ყველამ თავი უნდა დაანებოს“, - „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

„უცხოელი იქნება თუ ქართველი, ქართველი ხალხის შეურაცხყოფასა და ტყუილების თქმას ყველამ თავი უნდა დაანებოს. ჯერ მტკიცებულება დადონ და შემდეგ ისაუბრონ იმაზე, რა არის დარღვევა და რა არა. მით უმეტეს მაშინ, როცა მტკიცებულებები ჰქონდათ და არათუ ადამიანის უფლებები მართლა ირღვეოდა, არამედ ადამიანების სიცოცხლე ისპობოდა, ხმას არ იღებდნენ და ახლა არავინ დაუჯერებთ მონაგონს. აღარავინ დაიჯერებს იმას, თუ აქ სააკაშვილს ან გირჩ ჯაფარიძეს რაიმე დაესიზმრებათ და განცხადებას ამერიკიდან მტკიცებულების გარეშე გააკეთებენ“, - თქვა მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა