გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით - ურუშაზე

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ ჩვენ შევასრულებთ ისტორიულ ფუნქციას და ვიქნებით იმ მისიის მატარებელი, რომ საქართველო გახდეს სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი, ეს ნიშნავს ათი ათასობით დამატებით ადგილს საქართველოში, რომელიც იქნება მაღალანაზღაურებადი და აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, - ამის შესახებ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ განაცახდა.

მისი თქმით, საქართველოში სატრანსპორტო ლოგისტიკის კუთხიტ მნიშვნელოვანი პრობელმებია.

„საქართველოსთვის დღეს შუა დერეფნის განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და ამ საკითხებზე მსჯელობა არის უმნიშვნელოვანესი. დღეს, 14 ქვეყნის ასამდე დელეგატი არის შეკრებილი თბილისში და მსჯელობენ იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომელიც არის ე.წ. ცენტრალურ შუა დერეფანში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არ გვაქვს დასრულებული ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, არ გვაქვს ლოგისტიკური ცენტრები, რომელიც ქუთაისში და კუმისში უნდა აშენებულიყო და ასევე არ გვაქვს თანამედროვე აეროპორტი, რომელიც ჰაბის ფუნქციას შეასრულებდა. ეს არის ის გამოწვევები, რომელ გამოწვევებზეც უნდა მუშაობდეს ხელისუფლება და აგვარებდეს პრობლემებს, რადგან საქართველო არ არის ცალკე აღებული სახელმწიფო, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყანა. ჩვენს დერეფანზე გადის დერეფანი, რომელიც აკავშირებს საფრანგეთს ჩინეთთან, ცენტრალურ აზიას ევროპასთან და მნიშვნელოვანია ჩვენ ეს გავაცნობიეროთ და სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ადამიანებთან საუბარი, ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა. თუ ჩვენ შევასრულებთ ისტორიულ ფუნქციას და ვიქნებით იმ მისიის მატარებელი, რომ საქართველო გახდეს სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი, ეს ნიშნავს ათი ათასობით დამატებით ადგილს საქართველოში, რომელიც იქნება მაღალანაზღაურებადი და აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.“- განაცხადა ურუშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა