ირაკლი კობახიძემ 29-ში რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს შეკრება აუკრძალა?

სულ ნახვები : 285
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ათი ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ, -ამის შესახებ დღეს, 23 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მედიასთან საუბრისას ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ შეუძლია ადამიანების შეკრება და ეს კარგად გამოჩნდა თუნდაც გუშინდელი, 22 აპრილის აქციიდან.

„გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი სადაც იყო უდიდესი რაოდენობა პარტაქტივი დიმა ჩიქოვანის და ხაზარაძის, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია. შეკრება უჭირთ ადამიანების და ა.შ. ჩვენ ველოდებით რა თქმა უნდა, რომ ისინი მეორე მოსმენის შემდეგ შეიკრიბებიან, მათი უფლებაა შეიკრიბონ როგორც უნდათ და სადაც უნდათ. ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ათი ათასობით ჩვენს მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, იმდენი შეიკრიბონ, რა შუაშია აქ დაპირისპირება“, - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა