მარტში გვქონდა 61 %-ზე მეტი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ ეს რეიტინგი გაიზრდებოდა - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარტში გვქონდა 61 პროცენტზე მეტი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ ეს რეიტინგი გაიზრდებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს ამ კანონს, მმართველ ძალას მოუწოდებდა  ეჩვენებინათმ თუ სინამდვილეში სად დგას ხალხი. 

„ენჯეოები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, მაშინ როდესაც ამ ორგანიზაციებს   აქვთ რეკორდულად მცირე ნდობა ქართულ საზოგადოებაში, ზურაბიშვილი ლაპარაკობს „ქართული ოცნების“ სახელით, რომელიც პოლიტიკურად მთლიანად დისკრედიტირებულია.

ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის სახელით საუბრის მანდატი, ეს მანდატი  ჩვენ მოგვენიჭა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, 2020 წელს, როცა საპარლმენტო არჩევნებში  მივიღეთ 48 პროცენტი. უფრო მეტიც, მას შემდეგ ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და აჭარბებს 60 პროცენტს. მარტში გვქონდა 61 პროცენტზე მეტი და ამ კანონის ინიცირების შემდეგ ეს რეიტინგი გაიზრდებოდა.

როდესაც მმართველ პარტიას, ხელისუფლებას  აქვს 60 პროცენტზე მეტი რეიტინგი და 10 და 15 პროცენტიანი სუბიექტები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, ამ დროს მე მგონი მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ჩვენ ჩვენი მხარდამჭერების მოსაზრება, რომლებიც მოგვიწოდებენ გვეჩვენებინა, თუ სად დგას სინამდვილეში ხალხი,. ხალხი  რა თქმა უნდა დგას ხელისუფლების მხარეს. ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ამ კანონს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა