დიდი მადლობა ბატონ ბიძინას - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და  ძალიან დასაფასებელია ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ, - ამის შესახებ დღეს, 29 აპრილს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ფონდმა „ქართუმ“ მოახდინა მხარდაჭერა ეროვნული ნაკრების და ზოგადად ფეხბურთის, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ჩვენ ვიცით, რომ მათ არ აკლიათ მხარდაჭერა და მოტივაცია, თუმცა კიდევ დამატებითი მხარდაჭერა ძალიან კარგია და ამისთვის დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო", - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა