ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი რეგიონებში გადის

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართულმა ოცნებამ“ დაგვიორგანიზა კონტრაქცია ჩვენ უნდა დავიწყოთ მასობრივი მობილიზაცია ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოაზრეების. დიახ, ჩვენ გავდივართ რეგიონებში, - ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის“ დამფუძნებელმა, ლუკა ჭოხონელიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, რუსული კანონის მეორე მოსმენის დროს პარლამენტთან მთელი საქართველოდან იქნებიან ჩამოსული ადამიანები.

„აუცილებლად შევკრებთ ხალხს ჩამოვიყვანთ, დაიძვრება კოლონები, როგორც დასავლეთიდან ისე აღმოსავლეთიდან და მეორე მოსმენის დროს აუცილებლად მთელი საქართველო იდგება რუსთაველის გამზირზე, ოღონდ არა ისე, როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებს, არა, აქ იდგებიან მართლაც გულანთებული ადამიანები“, - განაცხადა ჭოხონელიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა