„მათ აშანტაჟებენ და აშინებენ“ - ირაკლი კუპრაძე საჯარო მოხელეებზე

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საჯარო მოხელეებს, რომლებსაც არ სურთ თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე წამოსვლა აშანტაჟებენ.

მისი თქმით, 29 აპრილს იქნება საჯარო მოხელეებზე ძალადობის რეალური გამოვლინება.

„არ აქვთ სურვილი, რომ იყვნენ რუსულ აქციაზე, რუსულ ხელისუფლებასთან ერთად, მაგრამ მათ აშანტაჟებენ, აშინებენ, სთხოვენ ჯანმრთელობის ცნობებს ვინც ამბობს, რომ ავად არის და ა.შ. ეს არის დანაშაული საქართველოს დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც უნდათ რომ თავისუფლად გამოხატონ აზრი. ჩვენ ვნახავთ სამწუხარო, ტრაგიკულ გამოვლინებას იმ ძალადობისა, რომელიც ინება ადამიანების იძულებით აქციებზე შეყრა“, - განაცხადა კუპრაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა