კლანურობა მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ქვეყნის - ვასო ურუშაძე

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სასამართლოს გაუმჭვირვალობა, კლანურობა, მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ.

 „ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შემოდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რატომ არ ხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რატომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, რატომ არ იზრდება ხელფასები ჩვენი მოქალაქეებისთვის. იქნება ეს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები თუ კერძო სექტორში, არის არა გამჭვირვალე და კორუმპირებული სასამართლოს ერთ-ერთი შედეგი. სწორედ სასამართლოს გაუმჭვირვალობა, სასამართლოს კლანურობა, სასამართლოს მსახურება ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში არის ერთ-ერთი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას, ბიზნესში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს დღეს სასამართლოს კლანის განეიტრალებით, სასამართლოში იმ რეფორმების გატარებით, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ვალდებულებად ავიღეთ, დღეს ახდენს წახალისებას იმ მოსამართლეების, რომლებიც ჩართულები არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობაში. სწორედ მათი გადაწყვეტილებები, მათი მიკერძოებულობა, მათი კორუფციული ინტერესები არის ამ ქვეყანაში საფუძველი სიღარიბის, საფუძველი პრობლემების, საფუძველი იმისა, რომ ხალხი ემიგრაციაში მიდის ღირსეული შემოსავლის და სამსახურის საძიებლად და ქვეყანა ვერ ვითარდება ეკონომიკურად, არ ხდება ინვესტიციების მოზიდვა, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გადის პოსტსაბჭოთა კორუმპირებული ქვეყნების რიგებში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ინვესტორს არ აქვს ჯანსაღი კონკურენტული ბიზნეს გარემოს გარანტია და სასამართლო კლანი იმართება ერთი ოლიგარქის და მისი კლანის მიერ“,  - განაცხადა ვასო ურუშაძემ

ინფორმაციას ენმ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა