ვურჩევ საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ აქციებში მონაწილეობისგან - რუსი დეპუტატი

სულ ნახვები : 200
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ აქციებში მონაწილეობისგან, - აცხადებს  რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი საქართველოში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ  მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

„საქართველოში მცხოვრები რუსები ამ დღეებში მასობრივად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ, ინსტრუმენტად ქცევა“, - განაცხადა პისკარევმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა