ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - სოფო ჯაფარიძე 29 აპრილის აქციაზე

სულ ნახვები : 110
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოყავთ აქციაზე,  - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ, 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რომ ადამიოანები ერთმანეთს დააპირისპიროს.

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს არის კანონის დარღვევა, როდესაც სამსახურებს ცლი საჯარო მოხელეებისგან, ასევე ეს არ არის მხოლოდ კანონდარღვევა, ეს არის მორალური ზიანის მიყენება, იმ ადამიანებისთვის, ვისი შვილებიც დგანან გარეთ და იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენ ძალიან ბევრი კონტრაქცია გვინახავს და ისიც გვინახავს შემდგომ როგორ დასრულებულა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქართული ოცნების ბოლო ჟამი, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელოვნურად დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ადამიანებს, ქართველებს, ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე.

ეს არის მათი ბოლო ჟამი, ეს მათ ძალიან კარგად იციან. 

დიახ, დღეს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, დღეს საქართველოში ქართული ოცნება არის დამთავრებული“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა