არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა - კობახიძე

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დღეს, 23 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, უცხოური გვალენების შედეგი იყო ის, რაც ხდებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

„ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩის დემარში იყო, წითელი ხაზიაო ასე თქვეს, 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ტყუილი მესიჯი, რომ თითქოსდა ვკლავდით სააკაშვილს. აქაც ხდება იგივე, ტყუილია, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იმიტომ რომ დარაზმული იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ბოლომდე, სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ტყუილი, არ კვდებოდა, სიმულირებდა და შესაბამისად, რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ეს აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ესეც არის ტყუილი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა