რასა შეიძლება უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი - ვოლსკი ევროპარლამენტარზე

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რასა შეიძლება უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, თუმცა უცხოელი და ევროპარლამენტარი, - აცხადებს ვიცე სპიკერი გია ვოლსკი  ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს შესახებ.

მისი თქმით, გაუგებარია ქართველებს რატომ უხარიათ ქვეყნის შესაძლო დასანქცირება.

„რასა იუკნევიჩიენე მახსოვს იყო თავდაცვის მინისტრი და იყო „საუდისის“ ძალიან აქტიური წევრი, როდესაც საბჭოთა კავშირის გადარჩენაზე იყო საუბარი და გაერთიანდნენ ჩვენი ქართველების სისხლში ხელგასვრილი გორბაჩოვის გუნდში. ძალიან აქტიური წევრები იყვნენ ეგეც და კუბილიუსიც. ასე რომ ჯერ ერთი, გაიხსენოს თავისი ბიოგრაფია და მეორე, რატომ გვიკვირს? რასა შეიძლება უცხოელია, მაგრამ ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, თუმცა უცხოელი და შეიძლება ევროპარლამენტარი. ეგენი მარტო არ არიან, საკმაოდ ბევრი არიან, რომლებიც ამ ყოვლად უსამართლო განცხადებებს აკეთებენ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს საფუძველს აძლევს ის ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იღებენ, რომლებსაც აქვთ არჩევანი: ან უნდა გამოავლინონ თავიანთი შემოსავლები და დაფინანსებული პროგრამები ან უნდა მოითხოვონ საქართველოს დასჯა და სანქციების დაწესება საქართველოს. მათ აარჩიეს მეორე გამოსავალი, რასაც მხარს უჭერენ კონკრეტული ევროდეპუტატები.

მე ვერ გავიგე ქართველებს, თუნდაც ოპოზიციური ფლანგიდან, რატომ უხარიათ ეს ამბავი, რომ საქართველოს სანქცია გამოუცხადონ. ამით იძინებენ და იღვიძებენ. სამწუხაროა, რომ ასეთი ღალატის და უსამშობლო ადამიანების გარემოცვაში ხშირ შემთხვევაში ხვდებიან პატარა ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა იმ რეალურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა