ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ უცხოელი აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს ევროპულ ამბიციებს - გრეგოროვა

სულ ნახვები : 52
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ უცხოელი აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს ევროპულ ამბიციებს და დღესდღეობით ამ კანონის მიღება დღის წესრიგში დგას - განაცხადა  მარკეტა გრეგორევამ სტრასბურგში, სადაც ევროდეპუტატები საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.

"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ უცხოელი აგენტების კანონის მიღება ძირს გამოუთხრიდა საქართველოს ევროპულ ამბიციებს და დღესდღეობით ამ კანონის მიღება დღის წესრიგში დგას და ასევე პრობლემა არის ლგბტქ-ის პრობლემები, ეს არღვევს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. მაგალითად, ქვეყანა, რომლის ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ძალიან მტკივნეულია ამის დანახვა, რომ საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთი სისტემას და რუსეთის სახელმწიფოს.

კანდიდატის სტატუსი არ გახლავთ პერმანენტული მიღწევა, შეიძლება დადგეს ფინანსური შედეგები ამასთან დაკავშირებით და ნუ წაართმევთ თქვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს,“ - განაცხადა გრეგორევამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა