ეს მარიონეტების შოუა, ხელმძღვანელი ივანიშვილია - ვიოლა ფონ კრამონი

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

  ეს მარიონეტების შოუა, ხელმძღვანელი ივანიშვილია, უფრო დიდი ხელმძღვანელი კრემლში ზის - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა რუსული კანონის შესახებ გამართულ დებატებზე.  

მისი თქმით,  პუტინის ხელმძღვანელობით ივანიშვილის მარიონეტები ყველაფერს გააკეთებენ - ხალხს გალახავენ, ქვეყანას უღალატებენ, მაგრამ ქართველი ხალხი ფეხს ფეხზე არ გადაიდებს და ხალხი არ გაჩერდება.

"ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება უკვე დაეცა ნულამდე, მაგრამ ისინი მაინც მაოცებენ. ეს დემოკრატია კი არ არის, ეს არის მარიონეტების შოუ და ვინ არის მარიონეტების ხელმძღვანელი? ეს არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და ყველაზე უფრო დიდი ხელმძღვანელი ზის კრემლში, რომელიც ხელმძღვანელობს ივანიშვილის მოქმედებებს. პუტინის ხელმძღვანელობით ივანიშვილის მარიონეტები ყველაფერს გააკეთებენ - ხალხს გალახავენ, ქვეყანას უღალატებენ, მაგრამ ქართველი ხალხი ფეხს ფეხზე არ გადაიდებს და ხალხი არ გაჩერდება. ისინი, ვინც დაიბადნენ თავისუფლებაში, ისინი რუსულ მმართველობას არ მიიღებენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის ბრძოლას ევროპული მომავლისკენ" - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა