თუ უცხოელ აგენტებს ეხება საქმე, ერთადერთი უცხოელი აგენტები არიან მმართველ პარტიაში - მაიკლ გალერი

სულ ნახვები : 78
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩემი შთაბეჭდილება გახლავთ, რომ თუ უცხოელ აგენტებს ეხება საქმე, ერთადერთი უცხოელი აგენტები არიან მმართველ პარტიაში მომუშავეები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ კანონმდებლობას - განაცხადა ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ ევროპარლამენტში, რუსული კანონის შესახებ გამართულ დებატებზე.

"ჩემი შთაბეჭდილება გახლავთ, რომ თუ უცხოელ აგენტებს ეხება საქმე, ერთადერთი უცხოელი აგენტები არიან მმართველ პარტიაში მომუშავეები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსულ კანონმდებლობას და შეიძლება, რუსეთის სახელითაც მოქმედებენ. მაინტერესებს - რა მიმართულებით მიდის ქვეყანა, ეს სახელმწიფო და ეს პარტია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, მათ პროტესტს ქართული და ევროპული დროშებით. საჭიროა, სანქციები დაუწესდეს ბატონი ივანიშვილი, იმიტომ რომ ის დგას კულისებში და დღის წესრიგს ხელმძღვანელობს" - აცხადებს გალერი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა