მოლაპარაკებების გაყინვა, მომავალი ფინანსური დახმარება პირობებით - ლექსმანი რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 42
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა რუსულ კანონთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე საქართველოსთვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაყინვასა და მომავალი ფინანსური დახმარების პირობებზე ისაუბრა.

"ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ შემოიღო აგენტების კანონი, გამჭვირვალობის შესახებ უცხოური ზეგავლენის თვალსაზრისით. იგი არღვევს კანდიდატის სტატუსის საფუძვლებს. ეს გახლავთ პუტინის რუსეთის მოდელი. შეთავაზებული კანონი ძირს გამოუთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას იმის მაგივრად, რომ მიმდინარეობდეს ბრძოლა კრემლის ბოროტი გავლენების საწინააღმდეგოდ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ამაზე ნათელი - პირველ რიგში, უნდა გავყინოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები, მომავალი ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უნდა იყოს პირობაზე დამოკიდებული, რომ აღნიშნული კანონი იქნება გაწვეული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საბჭოს, განახორციელოს სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ"- თქვა ლექსმანმა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა