ამ კანონის მიღების შემთხვევაში, EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უნდა შეჩერდეს - კუბილიუსი

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება უნდა შეჩერდეს - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში, რუსული კანონის შესახებ გამართულ დებატებზე.

"ნათელია, რომ საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა რუსეთის სტილის უცხოელი აგენტების კანონმდებლობა, რომ ძირი გამოუთხაროს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ და სურს, ანახოს კრემლს, რომ მის ჰიბრიდულ დღის წესრიგს ასრულებს. თუ იქნება მიღებული ასეთი კანონმდებლობა, გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკება უნდა იყოს შეჩერებული. ჩვენ ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ მთავარი ბარიერი ევროპის გზაზე ეს არ გახლავთ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ქართული ოცნება" - განაცხადა კუბილიუსმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა