25 აპრილს თბილისში კატერინა გორდეევას წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

სულ ნახვები : 211
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

25 აპრილს თბილისში, „Salaridze Event Hall“-ში რუსი ჟურნალისტი და მწერალი, კატერინა გორდეევა თავისი ახალი წიგნის წაიღე ჩემი მწუხარება“-ს პრეზენტაციას გამართავს.

ოდესმე კატია გორდეევას წიგნებიდან ისტორიას შეისწავლიან. მაგრამ არა ომის ისტორიას, არამედ ომში მყოფ ადამიანთა ისტორიას. არავინ იყო მზად ამ გამოცდილებისთვის და ყველას როდი ჰყოფნიდა სული, შესაძლოა სულის სასოწარკვეთილებაც კი, რომ ეს ყველაფერი მოესმინა და ჩამოეწერა, იმდენად, რამდენადაც ეყო კატიას“ - ეს გორდეევას შემოქმედებასთან დაკავშირებით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის სვეტლანა ალექსიევიჩის მიერ წარმოთქმული სიტყვებია.

კატერინა გორდეევა არის რუსი ჟურნალისტი, დოკუმენტური კინორეჟისორი, მწერალი და ფილანტროპი. მან უდიდესი პოპულარობა მოიპოვა როგორც კორესპონდენტმა და დოკუმენტური ფილმების ავტორმა რუსულ ტელევიზიაში. თანამშრომლობდა წამყვან რუსულ მედიასთან. არის ჩულპან ხამატოვასთან ერთად დაწერილი წიგნის ყინულის გატეხვის დრო“ თანაავტორი. „YouTube“ არხის უთხარი გორდეევას“ ავტორი და წამყვანი.

გორდეევა ძირითადად ცნობილია თავისი „YouTube“ პროექტით „უთხარი გორდეევას“, სადაც ის ინტერვიუებს იღებს სხვადასხვა მოაზროვნეებთან და ცნობილ ადამიანებთან. უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან მისი ყველა გადაცემა ეძღვნება პასუხების მოძიებას კითხვებზე, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ეს და რა უნდა ვქნათ ამის შემდეგ. მან ასევე გამოუშვა დოკუმენტური ფილმი ადამიანი და ომი“ უკრაინელი ლტოლვილების ისტორიების შესახებ, რომლებსაც შემოჭრის შედეგად ოჯახი და სახლი წაართვეს, ამიტომ ისინი ომის ორივე მხარეს მიმოიფანტნენ: ტაგანროგში, ვარშავაში, ლაიფციგში, ფსკოვში, ბერლინში და სხვა ქალაქებში.

ფილმში არ შესულა კატერინა გორდეევას მიერ ჩატარებული ასობით ინტერვიუ. სწორედ მათგან მან დაიწყო მუშაობა გორდეევამ თავის წიგნზე. მუშაობის პროცესში, ინტერვიუების რაოდენობამ კიდევ მოიმატა - რადგან ომი დღემდე გრძელდება.

წიგნი „წაიღე ჩემი მწუხარება“, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, 25 აპრილს შედგება,  2023 წლის დეკემბერში გამოიცა გამომცემლობა „მედუზას“ მიერ. გასაგები მიზეზების გამო, ის არ იყიდება რუსეთის ფედერაციაში.

წიგნის პრეზენტაცია, თბილისის შემდგომ 28 აპრილს სომხეთში, ერევანში შედგება. 

ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ კატერინა გორდეევა „უცხოური აგენტების“ ფიზიკურ პირთა რეესტრში შეიტანა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა