მონა - ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ქართული კანონია ეს" - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა დავით კაჭარავამ აქციის მონაწილეებს, რომელიც საპროტესტო მსვლელობაზე ავტომობილით აღმოჩნდა.

ახალგაზრდები პარლამენტიდან ევროკავშირის საელჩოსკენ მიდიოდნენ, რა დროსაც მათ ავტომობილით დავით კაჭარავა შეხვდათ.

"მონა" - ეს შეძახილები ისმოდა კაჭარავას მისამართით. 

„ახალგაზრდები შეიყვანეს შეცდომაში,“  - პასუხობს კაჭარავა.

კაჭარავას აქციის მონაწილეებმა ხალხთან საუბრისკენ მოუწოდეს. "ხალხის ძალის" წარმომადგენელი დავით კაჭარავა მანქანიდანაც გადმოვიდა, სიტყვით მიმართა აქტივისტებს და შემდეგ ის პოლიციამ გააცილა.



Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა