არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა - მამუკა მდინარაძე

სულ ნახვები : 257
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი, - ამის შესახებ დღეს, 24 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებები დამახინჯებულად გადის ეთერებში და იკარგება ის აზრი, რომელიც ფიქსირდება რეალურად.

„მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ქორწინებაშია თუ  არ არის ქორწინებაში, სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია თუ არა, აბსოლუტური მხარდაჭერა  ყველას, იმიტომ რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია.

როგორც კი საკითხი დადგა - ქალი, რომელიც ქორწინებაში არ არის, ხელოვნური განაყოფიერებით შეუძლია თუ არა გააჩინოს შვილი და დაისვა ეს კითხვის ნიშანი, გავაჩერეთ პროექტი.

საუბრიდან რაღაც 30 წამს ამოგიჭრიან, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმ პათოსისგან, რასაც გულისხმობ. ისე წარმოაჩინეს, თითქოს ჩვენ საუბარი გვქონდა ქალთა უფლებების რაიმე ფორმით  შეზღუდვაზე.  ის მედია საშუალებები თუ გადაცემები, რომლებმაც გუშინ კონტექსტი განზრახ დაამახინჯეს, ვნახოთ რამდენად იტყვიან, რომ გუშინაც მთლიანი კონტექსტი ეს იყო  და   გაავრცელებენ თუ არა ამას“, - განაცხადა მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა