იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ? - მიხეილ ყაველაშვილი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნდა იცოდნენ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მათი თანატოლები, თუ არ ვცდები, 125 ადამიანი, ჩახოცეს. იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ? - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც აპროტესტებენ ე.წ. რუსულ კანონს წინა რეჟიმის წარმომადგენლები დგანან, რომლებმაც ქართველი ხალხის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს.

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცემით მოკლეს, მეორე დღეს კი აღლუმი ჩაატარეს და ზოგიერთები დააჯილდოვეს.

ეს ფაქტები შეუძლიათ გადაამოწმონ, 24 საათი სოციალურ ქსელებში არიან, არქივია და ნახონ. რადგან პოლიტიკურ პროცესში უნდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ უნდა იცოდნენ, რომ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს მათი თანატოლები, თუ არ ვცდები, 125 ადამიანი, ჩახოცეს. იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა