ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტში, დღეს, საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება,  ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ” რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა.

რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შემაჯამებელი პროექტის ავტორია 40 ევროპარლამენტარი, ევროპარლამენტის 5 სხვადასხვა პარტიიდან.

რეზოლუციის პროექტის შემაჯამებელ ვერსიაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 9 ნაბიჯიდან ორს არღვევს, კერძოდ კი 1-ელ ნაბიჯს (რომელიც ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას გულისხმობს) და მე-9 ნაბიჯს (რომელიც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს).

აღინიშნება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან, როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, ასოცირების შეთანხმებისა და სხვა აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დაცვას მოელის, მათ შორის ევროკომისიის მიერ 2023 წლის 8 ნოემბერს გაცემული რეკომენდაციების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის,  ჰუმანიტარულ საფუძველზე გათავისუფლებას.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ “უცხოური აგენტების” კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება, საქართველოს ევროკავშირში წევრობის ამბიციებს ეწინააღმდეგება, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

რეზოლუციის პროექტში მითითებულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები იმ დრომდე არ უნდა გაეხსნას, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის ქვეყნის სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა