18 წლის რუსმა დედამ ახალშობილი ფრჩხილების მაკრატლით მოკლა

სულ ნახვები : 464
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთში, ტვერის ოლქის ქალაქ ოსტაშკოვას მკვიდრმა სახლში იმშობიარა და რამდენიმე წუთში ახალშობილი გოგონა მოკლა.

როგორც როგორც რუსული მედია წერს, 18 წლის დედამ მკვლელობის იარაღად ფრჩხილების მაკრატელი გამოიყენა.

გოგონამ ჯერ მაკრატლით გადაჭრა ჭიპლარი, შემდეგ კი მისი გამოყენებით ახალშობილს 20-ჯერ მაინც მიატება ჭრილობები.

ბავშვის ცხედარი ბებიამ, 36 წლის ალესამ აღმოაჩინა. მან ცხედარი ქალაქის საავადმყოფოში გადაიტანა. ექიმებმა დასახიჩრებული გვამის დანახვისას სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახეს. 18 წლის დედის წინააღმდეგ დედის მიერ ახალშობილის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მაგრამ ალექსანდრას დაკითხვა ჯერ ვერ მოხერხდა - სახლში მშობიარობის შემდეგ იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს სისხლის ძლიერი დაკარგვით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა