კადიროვი შესაძლოა სპეცრაზმ „ახმატის“ მეთაურმა შეცვალოს

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„კრემლმა დიდი ალბათობით გადაწყვიტა ვინ გახდება ჩეჩნეთის მეთაურის, კადიროვის მემკვიდრე. ის იქნება ჩეჩნეთის სპეცრაზმის „ახმატის“ მეთაური აფტი ალაუდინოვი“, წერს Новая газета Европа.

17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნა.

გამოცემის აზრით, ეს დანიშვნა პლაცდარმი გახდა „აფტი ალაუდინოვის მომავალ გრანდიოზულ კარიერაში“.

იანვარში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალაუდინოვი იყო პუტინის რწმუნებული საპრეზიდენტო არჩევნებში. მარტში ალაუდინოვმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ვაგნერიდან , ახმატში" 3000 მებრძოლის გადაყვანის თაობაზე და აპრილში დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე.

Новая газета Европа თვლის, რომ 2023 წლის სექტემბრიდან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კადიროვის ავადმყოფობის გამო ჩეჩნეთში ხელისუფლების იძულებით შეცვლა გადაწყვიტა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა