დაველოდოთ შეიძლება უფრო მკაცრი ჩანაწერები ვიხილოთ ამ რეზოლუციაში - სანდრო წერეთელი

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შეიძლება უფრო მკაცრი ჩანაწერები ვიხილოთ ამ რეზოლუციაში, -  განაცხადა პოლიტიკური პარტიის „ახალის“ წევრმა სანდრო წერეთელმა ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის შესახებ რომლის კენჭისყრა ევროპარლამენტში დღეს იგეგმება.

როგორც მან აღნიშნა, რეზოლუციის პროექტში  გარკვევით წერია, რომ ამ კანონთან ერთად საქართველოსთვის ევროკავშირის კარი იხურება.

„ყველაზე მკაცრი არის ის ამბავი, რომ საქართველო ვერ შეძლებს შემდეგ ეტაპზე - ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლას ამ კანონთან ერთად. რეზოლუციის პროექტში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დახურული იქნება მანამ, ვიდრე ეს კანონი იქნება წარმოებაში. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება. ამას ჯერ რეზოლუციის სახე აქვს, კენჭისყრა იქნება, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შეიძლება უფრო მკაცრი ჩანაწერები ვიხილოთ ამ რეზოლუციაში“, - გამაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ევროპარლამენტარების მხრიდან გაკეთდა განცხადებები ასევე პასუხისმგებელი პირების სანქცირებაზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა