ეს რეზოლუცია იქნება მინიშნება ყველა დასავლური ქვეყნისთვის - ცოტნე კობერიძე

სულ ნახვები : 109
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს რეზოლუცია იქნება მინიშნება ყველა დასავლური ქვეყნისთვის და ინსტიტუციისთვის, რომ მათ აქვთ მწვანე შუქი, რომ ნაბიჯები გადადგან „ქართული ოცნების“ დასანქცირებისთვის, - ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წარმომადგენელმა ცოტნე კობერიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ნათლად გამოჩნდა ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ, ქართული ოცნების ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული კანონის მიღებას აპირებენ, უცხოური გავლენების კანონის სახით.

„ვხედავთ როგორ აბსურდში ვცხოვრობთ, როდესაც შენი ხელისუფალი გეუბნება, რომ ევროპულ კანონს ვიღებთ და ევროპის მთავარ ორგანოში მიმდინარეობს დებატები, რომლის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, რომელიც არის რუსული საქართველო შეწყვეტს ევროკავშირთან დაახლოებას.

ეს რეზოლუცია იქნება მინიშნება ყველა დასავლური ქვეყნისთვის და ინსტიტუციისთვის, რომ მათ აქვთ მწვანე შუქი, რომ ნაბიჯები გადადგან „ქართული ოცნების“ დასანცირებისთვის, ბიძინა ივანიშვილის და იმ პურების, რომლებიც ძალადობაში იღებდნენ მონაწილეობას და დაარბიეს ახალგაზრდები შეცვალეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ სიტუაციას“, - განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, დღე,ს 25 აპრილს ევროპარლამენტის რეზოლუციას უყრიან კენჭს, სადაც მკაფიოდ მოითხოვენ, რომ თუ საქართველო მიიღებს რუსულ კანონს უნდა შეჩერდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები.

აღნიშნული რეზოლუციის ტექსტი, 23 აპრილს შემუშავდა, რასაც საქართველოში, მმართველი პარტიის მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა.

ევროპარლამენტში ასევე საუბარი იყო, კონკრეტული პირების დასანქცირებაზე, მათ შორი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების, რაც ჯერ არ მომხდარა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა