„დროა გადავიდნენ კონკრეტულ ქმედებებზე“ - გია ჯაფარიძე ევროკავშირის შესახებ

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკვე არის დრო, რომ გადავიდნენ კონკრეტულ ქმედებებზე - ამის შესახებ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტმა, გია ჯაფარიძემ ევროკავშირთან მიმართებაში ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია უფრო მწვავე, ქმედითი ნაბიჯების განხორციელება, ეს ყველაფერი აუცილებელია, რადგანაც საქართველო კარგავს მომავლის შანსს.

„გზავნილების გარდა, მე ვფიქრობ, რომ უკვე არის დრო, რომ გადავიდნენ კონკრეტულ ქმედებებზე. მე მესმის, რომ ამ კონკრეტულ ქმედებების განხორციელება არის საკმაოდ რთული, ვინც იცნობს ევროპის კავშირს, იცის როგორ რთულადაც მიიღება იქ გადაწყვეტილებები. ეს არის დაკავშირებული როგორც დროში განგრძობადობასთან, ასევე ძალიან რთული და კომპლექსურია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მე მგონი, უნდა გააცნობიერონ ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოებს დედაქალაქებშიც, ბრიუსელსა და ოკეანის გაღმაც, რომ ჩვენ მივედით იმ ზღვრამდე, როდესაც საქართველო კარგავს თავის მომავალს და დასავლეთიც კარგავს საქართველოს. კონკრეტული ქმედებები არის საჭირო“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა