„ქართული ოცნების“ რუსული ნაბიჯებით მთელი ქვეყანა სანქცირდება - ბათუ ქუთელია

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ რუსული ნაბიჯებით მთელი ქვეყანა სანქცირდება, - განაცხადა „დროას“ წევრმა, ბათუ ქუთელიამ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის შესახებ საუბრისას, რომლის თანახმად,  რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყება.

როგორც ქუთელია აღნიშნავს ქართულ ოცნებას საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი.

„ეს ჩანაწერი, თუ კი მისი მატერიალიზება მოხდება „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული რუსული ნაბიჯებით, რეალურად ნიშნავს იმას, რომ მთელი ქვეყანა დასანქცირდება, მოლაპარაკების არდაწყება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას, რეალურად, „ქართული ოცნება“ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მძევლად ამყოფებს თავისი ძალაუფლებისა და რუსული გავლენების სანაცვლოდ.  ასეთი მძიმე არის ეს ჩანაწერი და ის შედეგები, რაც შეიძლება მას მოჰყვეს“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. 

შეგახსენებთ, რეზოლუციის პროექტზე დებატები ევროპარლამენტში 23 აპრილს გაიმართა, ხოლო დღეს 25 აპრილს რეზოლუციაზე კენჭისყრა გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა