„სახდეპის ყოველწლიურ მოხსენებაში ვრცელი ადგილი ეთმობა ჩემს უკანონო პოლიტიკურ პატიმრობას“ - მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე საუბრობს.

მისი თქმით, მოხსენებაში საუბარია იმ ნაწილზე, როდესაც სახალხო დამცველი მოითხოვდა მისთვის ადეკვატური მკურნალობის ჩატარებას.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ვრცელი ადგილი ეთმობა ჩემს უკანონო პოლიტ. პატიმრობას:

„სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია დაკავებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის. 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოიკვლია სააკაშვილი და დაადგინა, რომ მისი ჯანმრთელობა იყო „მკვეთრად გაუარესებული“ 2022 წლის აპრილში ჩატარებული ბოლო კვლევის შემდეგ და მისი მდგომარეობა შეაფასა, როგორც „მძიმე“. სახალხო დამცველმა ასევე წარმოადგინა ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმად, ქვეყანაში ხელმისაწვდომი ყველა შესაძლო მკურნალობის მიღების მიუხედავად, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“. სახალხო დამცველის შეფასებით, სააკაშვილის საქმეში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას არაადამიანური მოპყრობის გამო“, - წერს სააკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა