რეგიონული მედიის დემარში შალვა პაპუაშვილს

სულ ნახვები : 241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ტელევიზიები დღეს, 13:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილს არ შეხვდებიან, - აღნიშნულ ინფორმაციას „მედიაჩექერი“ ავრცელებს.

CNews-ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.

„1-ელ საათზე პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთ საქართველოს მედიასაშუალებების წარმომადგენლებს ბათუმში ხვდება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის თემა თავისუფალია და კითხვა-პასუხის რეჟიმში შალვა პაპუაშვილი ყველა დასმულ საკითხზე ისაუბრებს.

საკანონმდებლო ორგანო პაპუაშვილთან შესახვედრად დასავლეთ საქართველოში დარეგისტრირებული 45 მედიასაშუალების წარმომადგენლებს იწვევენ. თამარ ჯანელიძის განმარტებით, შეხვედრაზე ის ტელევიზიებიც იქნებიან, რომლებსაც ბიურო დასავლეთ საქართველოში აქვთ.

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე ალიანსის წევრი ტელევიზიები არ დაესწრებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა